ახალი ამბები
გორის საკრებულოს სხდომაზე 26 საკითხი იხილება
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 26 საკითხი იხილება. მათ შორის, ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაფუძნების შესახებ.

განსახილველ საკითხებს შორის შედის კომისიების ახალი შემადგენლობის დამტკიცება, მათი მუშაობის შეჯამება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის ახალი წესის შემოღება, საპრივატიზებო ნუსხის დამტკიცება და აუქციონის ფორმების შეცვლა; საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცება, გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის-გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შესარჩევად კონკურსის გამოცხადება, გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნა.

თანამდებობის პირებზე და საჯარო მოსამსახურეების მობილური სატელეფონო მომსახურებაზე ლიმიტების შემოღება; მუნიციპალიტეტის პროფესიული საჯარო მოხელეთა განვითარების 2018 წლის გეგმის დამტკიცება.

ასევე, „ა(ა)იპ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფეხბურთის კლუბი „გორის“; ა(ა)იპ „თვითმმართველი თემის - გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის“ და ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის“ 2017 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშების“ მოსმენა. სამელიორაციო სისტემების მდგომარეობისა და 2018 წლის სარწყავი სეზონისათვის მოსამზადებელ ღონისძიებათა თაობაზე“ ინფორმაციის მოსმენა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები