ახალი ამბები
გორის მერიის თანამშრომლები ძლიერი ქარის გამო მიღებულ შეტყობინებებს ადგილზე სწავლობენ
გორის მერიის ეკონომიკური და ინსფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის თანამშრომლები ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე სახლების სახურავებს ათვალიერებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის პრეს-სამსახურში განუცხადეს.

,,პატარა პრობლემები ფიქსირდება, ათვალიერებენ სახურავებს, თუმცა ამ ეტაპზე სერიოზული არაფერია. თუ რაიმე სერიოზული საფრთხე იქნება, შეგატყობინებთ," - გვითხრეს მერიაში.

ამინდის გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. ყველა იმ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში, სადაც არსებობს მაღალი რისკი სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

,,ვითარების შემდგომი გართულების თავიდან ასაცილებლად მიღებულია შესაბამისი პრევენციული ზომები. ​მივმართავთ მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და დაემორჩილონ შესაბამისი სამსახურების მითითებებს." - აცხადებენ სააგენტოში.

საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დარეკონ 112-ზე და გამოიძახონ სამაშველო ჯგუფები.

დახარულ სივრცეში მყარად დაამაგრონ ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს ძლიერი ქარის შედეგად; დახურონ ფანჯრები, ჟალუზები, რათა დაიცვან თავი დამტვრეული მინისგან; მიიღონ განახლებული ინფორმაცია ამინდის პროგნოზის ან/და ევაკუაციის გეგმის შესახებ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები