ახალი ამბები
კასპში ნაგვის 4 მანქანა აირბალონზე მუშაობს - ახალი ნაგავმზიდი ქუჩებში ვერ ეტევა
კასპის ,,კეთილმოწყობის" სამსახურს 4 ნაგავმზიდი ემსახურება, რომლებიც აირზე მუშაობს. სააგენტოს უფროსი აცხადებს, რომ ისინი მოძველებულია და სპიდომეტრებიც კი, გამოსულია წყობიდან.

სამსახურის წარმომადგენლის, თამარ მჭედლიშვილის თქმით, სოფლების გარდა, ,,გაზ 51" მარკის მანქანებით ქალაქის ქუჩებსაც ასუფთავებენ:

,,ძველი მანქანებით კასპის ქუჩებსაც ვასუფთავებთ. კი არის ორი ახალი ნაგავმზიდი მანქანა ჩამოტანილი, მაგრამ ისინი ქუჩებში ვერ ეტევა. ამიტომ, ძირითადი დატვირთვა მაინც ამ 4 ძველ მანქანას აქვს." - აცხადებს თამარ მჭედლიშვილი.

დღეს 9 მარტს ,,კეთილმოწყობის" სამსახურის ხელმძღვანელმა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ,,დაწნეხილი აირის" ტალონების შესყიდვა მოითხოვა, რადგან იანვრიდან მოყოლებული დღემდე ორი ტენდერი ჩავარდა. კასპში კი ერთადერთი გაზგასამართი სადგურია, რომლის წარმომადგენლები ტენდერებში მონაწილეობას არ იღებენ.

თამარ მჭედლიშვილი ამბობს, რომ ,,გაზ 51"-ის მანქანები დიდი ხანია აირზე მუშაობს და უსაფრთხოების კუთხით ამ დრომდე პრობლემები არ შექმნილა.

ფოტოარქივი: დასუთავების აქცია კასპში

Print

სტატიის გამოყენების პირობები