ახალი ამბები
გორში სუპერმარკეტი ,,სმარტი" დაიკეტა
2018 წლის მარტიდან წმინდაწყალზე სუპერმარკერტი ,,სმარტი" დაიკეტა. ის 2014 წლის 3 დეკემბერს გაიხსნა და ქალაქის მოსახლეობას თითქმის 4-წელი ემსახურებოდა.

რეგიონული ფილიალების გაუქმება, ჯერ კიდევ, გასული წლის თებერვლიდან გლდანიდან დაიწყო, სადაც საცალო ვაჭრობა ,,კარფურმა" ჩაანაცვლა.

ფილიალის დახურვის მიზეზად კომპანიის წარმომადგენლები შეცვლილ სტრატეგიას უკავშირებენ. ამ ეტაპზე ,,სმარტის" სუპერმარკეტი, გორთან ახლოს, მთავარ მაგისტრალზე, გვირაბთან რჩება.

რა განთავსდება წმინდაწყალზე ,,სმარტის" ნაცვლად, უცნობია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, სააქციო საზოგადოება ,,სმარტ რითეილს" საიჯარო ხელშეკრულება, 687 კვ.მ ფართობზე, 2019 წლის 1 ივლისამდე აქვს გაფორმებული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები