გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა“
ხელმეორედ დაფუძნდა. ამის თაობაზე საკრებულოს წევრებმა ინფორმაცია
ცნობად მიიღეს.
ფრაქციის ხელმეორედ დაფუძნება გამოიწვია ნაციონალური მოძრაობის
წევრებს შორის ადგილების მონაცვლეობამ. თეონა მაისურაძის ნაცვლად
საკრებულოში ირმა ამბარდნიშვილი შევიდა.
საკრებულოში ამჟამად უკვე ხუთი ფრაქციაა.
ფრაქციის თავმჯდომარედ ბექა ქორჩილავა, ხოლო მოადგილედ - ვასილისა
ჯაბახიძე აირჩიეს. მდივნად - ირმა ამბარდნიშვილი.
ხელფასი ფრაქციის თავმჯდომარეს 2000 ლარი, ხოლო მოადგილეს - 1200 ლარი
აქვს დარიცხვით. ანაზღაურების გარეშეა მდივანი.
სტატიის გამოყენების პირობები