ახალი ამბები
ხაშურში სტიქიისგან დაზარალებული 4.5 მ3 მოცულობის ბეტონის ნარევს მიიღებს
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია 7 ოჯახს თუნუქის ფურცლებით, შიფერით და ბეტონის ნარევით ეხმარება. ამის შესახებ გადაწყვეტილების პროექტი საკრებულოს ბიუროს სხდომაზე წარადგინეს.

პროექტის მიხედვით,  ერთ-ერთ ოჯახს 4.5მ3 მოცულობის ბეტონის ნარევს გადასცემენ. საქმე ეხება ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2017 წლის 16 ოქტომბერს მომხდარ სტიქიას.

ხაშურის მერიის ცნობით, სტიქიამ დააზარალა სურამის, მონასტერისა და ქვიშხეთის მოსახლეობა.

,,სტიქიის შედეგად დაზიანდა ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინები, რის გამოც საჭირო გახდა დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ იქნა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2017 წლის 16 ოქტომბერს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ დაზარალებულ მოქალაქეთა დახმარების პროგრამა. აღნიშნული პროგრამის შესაბამისად და მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მოქალაქეებზე სტიქიით მიყენებული ზიანის თანხის ჩარიცხვის მიზნით დამტკიცდა სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშებები“, - აცხადებს მერი.

ამ ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ამ ეტაპზე დამხარებას მიიღებენ:

ხაშური, ვაჟა-ფშაველას ქ. I-ლი ჩიხი N20 - 15 ცალი თუნუქის ფურცელი
დაბა სურამი (სოფელი ურთხვა) ნ. ტეფნაძის საცხოვრებელი სახლი - 40 თუნუქის ფურცელი, 130 ბლოკი.
დაბა სურამი (სოფელი ურთხვა) ე. კაპანაძის საცხოვრებელი სახლი - 25 ცალია აზბოცემენტის შიფერი.
დაბა სურამში (ბუღაურა) ც. ურუშაძის საცხოვრებელი სახლი - 10 ცალი თუნუქის ფურცელი.
სოფელი ქვიშხეთი ვ. ღონღაძის საცხოვრებელი სახლი - 15 ცალი აზბოცემენტის შიფერი.
სოფელი მონასტერი, ი. ღონღაძის საცხოვრებელი სახლი - 4.5 მ3 ბეტონი.
სოფელი მონასტერი ბ. გელაშვილის საცხოვრებელი სახლი - 15 ცალი თუნუქის ფურცელი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები