ახალი ამბები
ხის საამქროში დაურეგისტირებელი ფიცრები და მორები იპოვეს
ქალაქ ხაშურში, მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული, რომლის მონაცემებიც, ელექტრონულ ჟურნალში არ იყო გატარებული.

გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ცნობით, სსახერხის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე 3 ერთეული რთხმელას სახეობის, დაუფირნიშებელი მორი იყო განთავსებული. მძღოლმა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მათ ვერ წარუდგინა.

ამის გამო, სახერხი საამქროს ხელმძღვანელის მიმართ შედგა ოქმი, რომელიც 2000 ლარის ოდენობით, საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.

აღნიშნული შემთხვევა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტად შეაფასეს.




Print

სტატიის გამოყენების პირობები