ახალი ამბები
რუისის სერზე ადგილობრივებმა 100 ძირი ფიჭვი დარგეს
დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში მოხალისეებმა 100 ძირი ნერგი დარგეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ავრცელებს.

მისი თქმით, ნერგებს შორის კავკასიურის გარდა, შავი ფიჭვია. აქციაში მონაწილეობა, ძირითადად, რუისელმა ახალგაზრდებმა მიიღეს.

გიორგი ეგნატაშვილი ამბობს, რომ გამწვანების აქციები გაზაფულობით და შემოდგომით იმართება. დღევანდელ აქციაზე კი, ფიჭვები რუისის სერზე დარგეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები