ახალი ამბები
გორში ჭავჭავაძის გამზირზე სანიაღვრე არხი გაიჭედა
გორის ცენტრში ჭავჭავაძის გამზირზე სანიაღვრე არხი დაილუქა და წყალი ტროტუარზე დაგროვდა.

არხმა, სავარაუდოდ, ნარჩენების გამო, წყალი არ გაატარა.

შედეგად, რუსთაველის ჩიხში მცხოვრები ოჯახების ეზოები დატბორვის წინაშე აღმოჩნდა.

არხის გასუფთავების მცდელობის შემდეგ, წყლის მასა წყალარინების ჭაში ჩაუშვეს.





Print

სტატიის გამოყენების პირობები