ახალი ამბები
შიდა ქართლის გუბერნატორს გორის მიუსაფარი ძაღლების ჯგუფი თავს ესხმის
შიდა ქართლის მხარის გუბერნატორი კახა სამხარაძე მიუსაფარი ცხოველებისგან შეწუხებულია. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეკომპანიის გადაცემაში ისაუბრა.

მისი თქმით, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ძაღლების ჯგუფი თავს ესხმის და ამ პრობლემას საკუთარ თავზე სცდის:

,,მე ყოველ დილით და საღამოს სახლში ფეხით ვბრუნდები. დილით ვვარჯიშობ და საღამოთიც. როცა ვბრუნდები, ეზოსთან ძაღლების საკმაო დიდი რაოდენობა გამომეკიდება ხოლმე," - ამბობს კახა სამხარაძე.

გადაცემაში, რომელიც გორის ტურიზმის ცენტრის წარმომადგენელს თამაზ მაყაშვილს მიჰყავს, სამხარაძემ თქვა, რომ გუბერნატორის ადმინისტრაცია მიუსაფარი ცხოველების საკითხზე მუშაობს.

,,ერთ-ერთ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ვმუშაობთ დონორების მოძიებაზე. ასეთი შეხვედრა 9 მარტსაა დაგეგმილი. იქ ვიმსჯელებთ, გეგმებს დავსახავთ და შემდეგ გავაცნობთ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს. შედეგებს მოსახლეობა წლის ბოლომდე იგრძნობს" - აცხადებს კახა სამხარაძე.

იგი 7 მარტის გადაცემაში განმარტავს, რომ სამუშაო ჯგუფი შექმნილია. 


Print

სტატიის გამოყენების პირობები