სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები, ზამთრის სეზონისთვის, ტყის მასივებში გარკვეულ ადგილებს ნომრავენ. შემდეგ ამ ნომრებს იმ მოქალაქეებს აძლევენ, რომლებსაც ხელთ შეშის ბარათი უჭირავთ. აღებული ნომრის მიხედვით მოქალაქე ბანკში თანხას იხდის. გარდა იმისა, რომ დანომრილი ტყე-კაფი ხშირად მიუვალ ადგილებშია, მოქალაქეებს რეინჯერის მიერ გაცემული ,,ნომერი" ,,ლიბერთი ბანკის" მონაცემთა ბაზაში არ ჩანს.
საკრებულოს წევრი ბეჟან ოქროშიაშვილი, პარალელურად, ლიბერთი ბანკში მუშაობს. ,,ასეთი შემთხვევა დღესაც დაფიქსირდა ბანკში. როგორც გავარკვიე, სატყეოს წარმომადგენელი ყველას ერთ ნომერს აძლევს. შემდეგ მოდიან ბანკში და ხედავენ, რომ ის ნომერი უკვე გაუქმებულია. ამას არა მარტო სკრელები, არამედ მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში მცხოვრები მოქალაქეებიც აწყდებიან."
სტატიის გამოყენების პირობები