ახალი ამბები
თებერვალში გორის ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა ჩუტყვავილას 59 შემთხვევა დააფიქსირეს
2018 წლის იანვარ-თებერვალში გორის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში ჩუტყვავილას 127 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან, იანვარში 68, ხოლო თებერვალში - 59.

ცენტრის წარმომადგენლების ცნობით, ინფორმაცია მხოლოდ ოფიციალური მონაცემებისგან შედგება, რადგან ხშირ შემთხვევაში, დაავადების მსუბუქი სიმპტომების გამო, მცირეწლოვანი შვილების მშობლები ექიმებს არ მიმართავენ.

ასაკის მიხედვით, წლევანდელი  შემთხვევების სტატისტიკა ასე გამოიყურება:

1 წლამდე - 1 შემთხვევა
1-4 წლამდე - 55 შემთხვევა
5-დან 14 წლამდე - 55 შემთხვევა
15-19 წლამდე - 7
20-29 წლამდე - 6
30-59 წლამდე 3

რაც შეეხება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში 57 შემთხვევა დაფიქსირდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები