ახალი ამბები
განათლების მინისტრი კასპის სკოლებს ათვალიერებს
კასპის მუნიციპალიტეტში მშენებარე და გარემონტებულ სკოლებს დღეს განათლების მინისტრი და სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობენ. ცოტა ხნის წინ, მიხეილ ჩხენკელმა სოფელ თვალადის სკოლა დაათვალიერა, რომელსაც რეაბილიტაცია 2017 წელს ჩაუტარდა.

თვალადის სკოლაში იმყოფებოდა, ასევე, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ირაკლი მეზურნიშვილი. განათლების მინისტრი სასწავლო პროცესებს გაეცნო, დაათვალიერა სპორტული მოედანი, ბიბლიოთეკა, დაინტერესდა წიგნების მდგომარეობით.

ქალაქ კასპში კიდევ ერთი, პირველი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები