ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტში სტუდენტებს ფილმი ,,მონანიება" უჩვენეს
გორის უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფეში სტუდენტებს თენგიზ აბულაძის ფილმი ,,მონანიება" უჩვენეს. ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა.

უნივერსიტეტის წარმომადგენლების ცნობით, ლიტერატურულ კაფეში დაგეგმილი აღნიშნული ღონისძიება სტუდენტებისთვის საბჭოთა წარსულის გააზრებას და ტოტალიტარული სისტემისგან გამოწვეული შედეგების გაცნობიერებას ისახავდა მიზნად.

,,ფილმის ჩვენების წინ სტუდენტებს მიესალმნენ გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვაელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, მოწვეული სპეციალისტი, თამარ გელიტაშვილი.
ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია ფილმის შესახებ." -

თენგიზ აბულაძის ფილმი გადაღებულა1984 წელს. მიღებული აქვს კანის მე-40 საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზი: მთავარი ჟიურის სპრეციალური პრიზი, კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის და კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია „ფიპრესი“; პრიზები ჩიკაგოსა და ჰეუგესუნის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ყველა 1987; იტალიის კინემატოგრაფისტთა ეროვნული ასოციაციის პრემია საუკეთესო საზღვარგარეთული ფილმისათვის, 1988). ტრილოგიისათვის აბულაძეს 1988 წელს ლენინური პრემია მიანიჭა.

ფილმი პრემიერამდე არალეგალური გზით, ვიდეოკასეტებით ვრცელდებოდა. „მონანიების“ პირველი ჩვენება ტრიუმფით გაიმართა მოსკოვში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები