ახალი ამბები
,,ამერიკის კუთხეში" გორელმა მეწარმე ქალებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს
ლია ზაუტაშვილი ერთ-ერთია იმ ქალბატონებს შორის, რომელმაც დღეს სიამაყით საკუთარი ბიზნესის შესახებ ისაუბრა. მას ქუთაისის ქუჩაზე, საოჯახო სასტუმრო აქვს. სეზონურად, დღეში 10-15 ტურისტს მასპინძლობს.

ამბობს, რომ მისი საოჯახო ,,ნიცშე" ტურისტებისთვის გამორჩეულია არა მხოლოდ მოსასვენებელი ოთახებით და გარემოს სილამაზით, არამედ საკვებით. მან სტუმრებისთვის საკვების მომზადება ადგილზევე ნატურალური პროდუქტებით დაიწყო:

,,აღარ მიწევს, გარეთ, რესტორნებში შეკვეთების მისაცემად, სიარული. რაც ასევე ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ყველაფერი ნატურალური გვაქვს, წვენები, ხილ-ბოსტნეული. ძალიან მოსწონთ ტურისტებს," - აცხადებს ლია ზაუტაშვილი. ის მადლიერია, რომ დღეს გორელ სხვა მეწარმე ქალებს შეხვდა, რომელთა გაცნობა მისთვისას სასიამოვნო იყო.

გორელ მეწარმე ქალთა შეხვედრას ორგანიზება ამერიკის კუთხემ და მისმა კოორდინატორმა ინგა კასრაძემ გაუწია. ამერიკის კუთხე, გორში, ცენტრალურ ბიბლიოთეკაშია განთავსებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები