ახალი ამბები
რეგიონის მასშტაბით ,,სასწრაფოს" ახალი მანქანების რაოდენობა 16-მდე გაიზრდება

 

,,მანქანები უკვე ნაყიდია, უბრალოდ, მიმდინარეობს გაფორმების და ჩამოტანის პროცედურები. დღეს რაც მივიღეთ, 4 მანქანა, ეს არის შედარებით დაბალი გამავლობის. კიდევ მივიღებთ მაღალი გამავლობის მანქანებს, რომლებიც მთიან სოფლებში მოსახლეობას მოემსახურება" - აღნიშნა თემურ თანიაშვილმა.

 

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი ამბობს, რომ რაიონის მასშტაბით დღეს არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა სერიოზულ დაბრკოლებას ახალი მანქანების მოძრაობის კუთხით პრობლემებს არ შექმნის; ხოლო უახლოეს 3 წელიწადში რაიონის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გაუმჯობესდება, რაც ახალი ტექნიკის ეფექტური მუშაობისთვის დამატებით საუკეთესო საშუალება იქნება.

 

,,ეს მანქანები კასპის, ქარელის და ხაშურის რაიონებსაც მოემსახურება. მალე უკვე იმ რაოდენობის იქნება, რომ გორის რაიონის გარეთ სოფლებში მცხოვრებლებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება" - აღნიშნა ონიაშვილმა.

 

ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი კი ამბობს, რომ გორის სასწრაფო სამედიცინო ცენტრისთვის ახალი შენობა გამოძებნილია: ,,მუნიციპალიტეტიც ამ კარგ საქმეში თავის წვლილს შეიტანს. მოგეხსენებათ, ამჟამად, სასწრაფო სამედიცინო ცენტრი კერძო საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარეობს. ჩვენ უკვე გამოძებნილი გვაქვს შესაბამისი ადგილი, სადაც ცენტრი გადავა და იქ იფუნქციონირებს. ადგილმდებარეობითაც უფრო კარგი იქნება, რაც მათ ოპერატიულ მუშაობასაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს" - აღნიშნა მერმა.

 

“FORD”-ის მარკის ავტომობილები თანამედროვე სამედიცინო წესითაა აღჭურვილი და ყველა პირობაა იმისთვის, რომ მოხდეს პაციენტების სათანადოდ მომსახურება.

 

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამედიცინო წესით აღჭურვილი, “FORD”-ის მარკის ავტომობილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრებში პროპორციული წესით გადანაწილდა. პირველ ეტაპზე, ახალციხისა და ოზურგეთის განყოფილებებს 1, თელავის, მცხეთისა და ქობულეთის განყოფილებებს 2, გორი/ტყვიავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ქუთაისის განყოფილებებს კი 4 ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი გადაეცა. 


სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების პროცესი დღეიდან დაიწყო. ავტომობილები რეგიონებში ეტაპობრივად, გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით განაწილდება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად 2015 წლის დასაწყისისთვის “FORD”-ის საშუალო გამავლობის 80 და “VOLKSWAGEN”-ის მარკის მაღალი გამავლობის 100 ავტომობილით განახლდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები