ახალი ამბები
500 ლარის ხარჯები დამტკიცდა ფინანსური სანქციებით

 

ახალი ცვლილელების მიხედვით, რომელიც 28 ოქტომბერს დამტკიცდა, წერია:

 

,,განესაზღვროს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული ოდენობა) თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით:

 

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის

ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობისთვის

გ) კასპის ადმინისტრაციულ ერთეულში და კასპის რაიონის სამოქმედო ტერიტორიაზე შემავალი თითოეული სოფლის ამომრჩეველთან თვის განმავლობაში არანაკლებ სამი შეხვედრისა

 

2. თუ საკრებულოს წევრი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან შეასრულებს, მხოლოდ, ორს, მიეცეს ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხის ზღვრული ოდენობა 20%-ის გამოკლებით, ხოლო თუ საკრებულოს წევრი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს ორს მაინც, არ მიეცეს ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხა.

 

თანხის მისაღებად საკრებულოს წევრებმა უნდა დაწერონ მოხსენებითი ბარათი საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე, სადაც მითითებული იქნება ამომრჩეველთან შეხვედრის ადგილი და დრო; შეხვედრის თემატიკა და ამომრჩეველთან შეხვედრის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ უკანასკნელის შემთხვევაში საკრებულოს წევრს ამომრჩევლების ხელის მოწერით დასტური აღარ დაჭირდებათ.

 

30.10.2014

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები