გორის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ იოსებ მაკრახიძის კომპანიის
კუთვნილ ტექნიკას ორიგინალური ნახატები და ფოტოები ამშვენებს. ერთ-ერთ
ტრაქტორზე გიორგი სააკაძის სურათია გამოსახული. კომპანიის
წარმომადგენლის თქმით, ის სპეციალურად აზერბაიჯანულ სოფელში მუშაობის
დროს, მათმა თანამშრომელმა მიაკრა.
,,კასპის რაიონში ვმუშაობდით. ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სოფელში მოგვიწია
ყოფნა. ჰო და, იმათ დასანახავად გავაკეთეთ,“ - გვითხრა სამუშაოების
ზედამხედველმა. იმავე ტრაქტორზე მტაცებელი ფრინველების ფოტოებია
მიკრული. სატვირთო მანქანაზე კი, მგლის თავია გამოსახული.
,,ჩვენი კომპანიის ტექნიკა ყველაზე მაგარია, არა მარტო, რეგიონში,
არამედ საქართველოში. მგლები ვართ“ - ამბობენ მუშები.
მართლაც, კომპანია ,,იბოლია“ ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ კომპანიად
ითვლება რეგიონში. ჯერ კიდევ, 2013 წელს მომზადებულ ანგარიშში,
რომელიც გორის გამგეობისთის სპეციალისტებმა შეუდგინეს, პირველ ადგილზე
,,იბოლია“ გაიყვანეს.
კომპანიების მდგომარეობა იმ სამოქმედო გეგმაშია ასახული, რომელიც
2014-2020 წლების განვითარების პროგრამას ასახავს. ამ დოკუმენტში
ჩამოთვლილია გორის მუნიციპალიტეტში ყველაზე მძლავრი სამშენებლო
კომპანიები. სიის სათავეში ხელისუფლებასთან დაახლოებული ორგანიზაციები
მოხვდა.
სამოქმედო გეგმაში ასახულია თითოეული კომპანიის სიმძლავრე
მანქანა-დანადგარების ღირებულების და ტექნიკური გამართულობის
მიხედვით. ასე მაგალითად:
1. შპს ,,იბოლია" საგზაო მშენებლობა და რეაბილიტაციის სამუშაოები,
სიმძლავრე 6, 000 000 ლარი, მდგომარეობა კარგი
2. შპს #1 საგზაო სამმართველო საგზაო მშენებლობა 5, 936 000 ლარი,
მდგომარეობა საშუალო
3. ს/ს #3 ,,სამშენებლო ტრესტი“ სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა
3, 200 000 მლნ ლარი, მდგომარეობა კარგი
4. შ.პ.ს. ,,არქმშენსტუდია 2002“ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები
1, 554 662 ლარი, მდგომარეობა საშუალო
სტატიის გამოყენების პირობები