ახალი ამბები
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ერგნეთიდან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ერგნეთში საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

ის ადასტურებს, რომ წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა გარდაცვლილი უკვე საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. 

,,ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდება" - განაცხადა შერიგების მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს ახალგორის რაიონში დააკავეს. 23 თებერვალს ცხინვალის იზოლატორში გარდაიცვალა. საქართველოს ხელისუფლება და ოჯახი ცხედრის გადაცემას 26 დღე ელოდებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები