ახალი ამბები
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახში გადაასვენეს
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დღეს გამთენიისას სახლში გადაასვენეს. დილის 7 საათზე თანასოფლელები და ახლობლები მუხლმოდრეკით დახვდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი თავზე და კიდურებზე აღენიშნება. საბოლოო პასუხი ორი კვირის შემდეგ გახდება საჯარო.

დევნილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ექსპერტებს სრული გამოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ. ცხედრის შინაგანი და გარეგანი დათვალიერება, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში, 7 საათი გაგრძელდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები