ახალი ამბები
გუბერნატორი ძაღლთა თავშესაფრის ,,ინტერმუნიციპალური" პროექტის პრეზენტაციას გამართავს
მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტის პრეზენტაციას შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, ,,სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“ გამართავს.

საჯარო შეხვედრა 22 მარტს 12 საათზე გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება, სადაც დასწრება შეუძლია საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, მედიის, არასამთავრობო და ცხოველთა დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

,,შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს მუნიციპალიტეტებთან, უპატრონო ცხოველებისთვის თავშესაფრის შექმნის და მომავალში მისი ეფექტური ადმინისტრირების საკითხებზე. სამხარეო ადმინისტრაციის მიზანია, ადგილობრივ თვითმმართველობებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ხელი შეუწყოს ინტერმუნიციპალური თავშესაფრის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონში უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტას, ცივილური და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით." - აცხადებენ გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

პროექტის მიხედვით, კეთილმოწყობილი და მრავალფუნქციური თავშესაფრის შექმნა, კომპლექსურ მომსახურებას გაუწევს და სხვადასხვა სერვისით უზრუნველყოფს, როგორც მიუსაფარ, ასევე მზრუნველობის ქვეშ მყოფ ცხოველებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები