ახალი ამბები
ევროკავშირის წარმომადგენლები ახალ საინვესტიციო გეგმას წარადგენენ
ხვალ ევროკავშირის წარმომადგენლები თბილისში ახალ საგარეო საინვესტიციო გეგმას წარადგენენ.

ღონისძიებას საქართველოს ვიცე–პრემიერი და ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე კატარინა მატერნოვა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა გახსნიან.

,,ღონისძიებაზე საუბარი იქნება იმაზე, თუ რა სარგებელს მიიღებს საქართველო ევროკავშირის ინიციატივიდან, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში 4.1 მილიარდი ევროს (12 მილიარდი ლარი) გამოყოფას. ამ ინიციატივის მიზანია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების სტიმულირება, რომ მათ მოახდინონ ინვესტირება ევროკავშირის სიახლოვეს მდებარე ქვეყნებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჩათვლით." - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის დღევანდელ განცხადებაში.

მონაწილეები ექსპერტებთან ერთად განიხილავენ ინვესტირების შესაძლებლობებსა და გამოწვევებს შემდეგ სფეროებში: მდგრადი განვითარება და ურთიერთკავშირები, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, მდგრადი ქალაქები და ციფრული ტექნოლოგიები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები