ახალი ამბები
რუის-ურბნისის გადასახვევთან ბეტონის ფილები გზაზე ყრია
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის ხიდთან, მეორე ხარისხოვან გზის სავალ ნაწილზე, ბეტონის ბორდიურები ყრია. ამის ამსახველი ფოტოები ადგილობრივმა მცხოვრებმა გადაიღო.

მისი თქმით, ბეტონის ფილები მოფანტულია რუისის მხარეს, სადაც მანქანები სისტემატიურად მოძრაობს.

,,უკვე ერთი კვირაა ასე ყრია, რაც საფრთხეს უქმნის ავტომობილების გადაადგილებას და ჩვენს თანამოქალაქეთა ჯანმრთელობას. გთხოვთ დაგვეხმაროთ პრობლემის მოგვარებაში." - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.

ფილები ავტობანზე მომხდარ ავტოგსაგზაო მოძრაობის შედეგად გადაიყარა გადაიყარა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები