გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია პროდუქციის შესახებ. გარდა ამისა, კომპანიის სტენდზე მოეწყო წვენების, მურაბების, საწებლების და მჟავეების დეგუსტაციაც. დამთვალიერებელთა ყურადღება გამახვილდა კომპანიის ახალ პროდუქტზე – წვენებზე შაქრის, წყლის, კონსერვანტების და კონცენტრატების გარეშე.
გამოფენაში მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 105 ქვეყნის 6300 კომპანია, დამთვალიერებელთა რაოდენობამ კი 150 000–ს მიაღწია.
გარდა ამისა, სექტემბერში, კომპანია „კულას“ პროდუქცია წარმოდგენილ იქნა ბალტიისპირეთში ყველაზე დიდ გამოფენაზე „Riga Food 2014”. გამოფენა 4 სექტემბრიდან 7 სექტემბრამდე გრძელდებოდა და მასში მონაწილეობას 682 კომპანია მსოფლიოს 37 ქვეყნიდან იღებდა. დამთვალიერებელთა რაოდენობამ კი 40 000 მიაღწია
სტატიის გამოყენების პირობები