ახალი ამბები
,,საკუთარი თავით აგებთ პასუხს" - დასჯის ახალი მეთოდები სოფლების ,,თავკაცებისთვის"

 

,,არ მაინტერესებს, გამოცდას ჩააბარებთ, არ ჩააბარებთ. ის ვინც წლის ბოლომდე პროექტებს არ დაასრულებს, საკუთარი თავით აგებს პასუხს და დაისჯება" - განაცხადა გოჩიტაშვილმა. როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტში ნოემბერში კონკურსი გამოცხადდება, რომელიც, მხოლოდ, პირველ პირებს და სამსახურის ხელმძღვანელებს არ შეეხება.

 

გამგებლის პირადი წარმომადგენელი თელიანში ოთარ დემეტრაშვილი ამბობს, რომ მძღოლები ნაგვის ურნებს ხშირად ეჯახებიან. ,,ეს ხდება თელიანის დევნილთა დასახლებასთან. უკვე მეორე შემთხვევაა და იქნებ იქ მწოლიარე პოლიციელები დავაყენოთ" - განაცხადა დემეტრაშვილმა. ეს იდეა გამგებლის წარმომადგენელს არ მოუწონეს, რადგან მთვრალ მძღოლს ვერაფერი შეაკავებს.

 

სოფელ რენეში სასმელი წყლის რეაბილიტაცია დასრულდა, მაგრამ ონკანებია დასაყენებელი. როგორც თათბირზე განაცხადეს, მოსახლეობა ონკანების დაყენებას მთავრობისგან ელოდება: ,,სულ რაღაც 2-3 ლარი ღირს ონკანი. ასეთი კი 20-ზე მეტი გვჭირდება" - განაცხადა აღნიშნულ სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა ეკა მუზაშვილმა. 

 

სოფელ ნოსტე-ახალციხის წარმომადგენელმა გურამ ბარნოვმა კი, ნაგვის ქვითრების დაგვიანებით დარიგების გამო, ბოდიში მოიხადა. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები