ახალი ამბები
სოხუმის ქუჩაზე გორში ასფალტს დააგებენ
გორში, კომბინატის დასახლებაში, სოხუმის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის ცნობით, რეაბილიტაცია ასფალბეტონის საფარის დაგებას გულისხმობს. სოხუმის ქუჩა მშვიდობის გამზირსა და ბაქოს ქუჩას შორის მდებარეობს.

ამჟამად, აღნიშნულ ქუჩაზე ქვიშახრეშოვანი საფარია და ასფალტბეტონის ნარჩენებს ფარავს. გზის სიგრზე 0,054 კმ-ია.

სამუშაოები მაისში დაიწყება და 60 დღე გასტანს. 54 მ სიგრძის ქუჩის მოასფალტების მიზნით, 36 318 ლარი გამოიყო.

 


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები