ახალი ამბები
ოთარშენის სკოლიდან კომპიუტერი მოიპარეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთარშენის სკოლა გაქურდეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სკოლის დირექტორმა ლეილა ნამორაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გაქურდვის ფაქტი ნამდვილად მოხდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით დეტალებს არ გაახმაურებს.

გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძიება ქურდობის, 177-ე მუხლით დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია კომპიუტერი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები