ახალი ამბები
გორში პროექტის ,,ავიმაღლოთ ინტელექტი“-ს შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
გორში პროექტის ,,ავიმაღლოთ ინტელექტი“-ს შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს ჩაუტარდათ 20-მდე სხვადასხვა სახის შემეცნებით-ინტელექტუალური თამაშები, რომლიც მიზნად ისახავდა ისეთ თამაშებში მონაწილეობას, როგორიცაა: რა? სად? როდის? დებატები, დისკუსია, კინოდისკუსია და ასე შემდეგ.

პროექტი ინიცირებული იქნა საინიციატივო ჯგუფის „ნიჭიერი თაობის“ მიერ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგარდული განყოფილების მხარდაჭერით. დააფინანსა ევროპის ფონდმა 750 ლარით.

ინფორმაცია პროექტის შესახებ გავრცელდა სკოლებში, რომლის შემდგომაც თებერვალში საინიციატივო ჯგუფის მიერ გასაუბრების შედეგად შეირჩა პროექტში მონაწილე 16-დან 18 წლამდე 25 ახალგაზრდა.

პროექტი ,,ავიმაღლოთ ინტელექტი“ -ს შემაჯამებელი შეხვედრა ჩატარდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში, სადაც გამოვლინდა ხუთი გამარჯვებული, ყველა მონაწილეს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები და პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

საინიციატივო ჯგუფი "ნიჭიერი თაობა" გაწეული მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას უხდის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით რაზმაძეს და გორის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს.

საუკეთესო ინტელექტუალებად დასახელდნენ:
1. გიორგი ტერტერაშვილი
2. ნინო კოდოშვილი
3. ნინო კოჩუაშვილი
4. მარიამ ასლანიშვილი

პროექტი ,,ავიმაღლოთ ინტელექტი“-ს მონაწილეები:
1. ჟუჟუკა აკოლაშვილი
2. თამარ ზურაბაშვილი
3. ლონდა კობლიაშვილი
4. ლიკა ცარიელაშვილი
5. ნინო კოდოშვილი
6. ნინო კოჩუაშვილი
7. დონიკო ალიხანაშვილი
8. ქეთი ტერმაკოზაშვილი
9. მარიამ დვალიშვილი
10. მაგდა კორინთელი
11. სერგო ტურაშვილი
12. დინა ტერუნაშვილი
13. თათია პეტუაშვილი
14. მარიამ ასლანიშვილი
15. მანანა ჩიხლაძე
16. ლილიანა კოშუაშვილი
17. გვანცა პავლიაშვილი
18 დავით ქარელი
19. თეონა რუსიტაშვილი
20. გიორგი ტერტერაშვილი
21. მარიამ ასალანიშვილი
Print

სტატიის გამოყენების პირობები