ახალი ამბები
იჩქარეთ: სასკოლო ოლიმპიადა რომელიც ევროპისკენ წაგიყვანთ

 

,,ჩვენი მიზანია, რომ გამოვავლინოთ და წავახალისოთ სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები. აითვისონ საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების ტესტებზე მუშაობის გამოცდილება. ოლიმპიადის მიზანია ასევე სასწავლო პროცესში ჩართულობის მოტივაციის ზრდა, ახალი შესაძლებლობების გაცნობა ახალგაზრდებისთვის, თანამედროვე მიდგომებისა და გამოცდილების დანერგვა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში" - ამბობს სასკოლო ოლიმპიადა WITS-ის შიდა ქართლის კოორდინატორი ნიკა მარკოზაშვილი, რომელიც საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრია და გორის მე-9 საჯარო სკოლა დაამთავრა.

 

როგორც აღვნიშნეთ, მათემატიკისა და ინგლისური ენის ოლმპიადაში მონაწილეობის მიღება II-დან XII კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. მათთვის შემდეგი პრიზიებია გათვალისწინებული:

პრიზები: 

 

IX-XII კლასებისთვის:

 

ინგლისურ ენაში გამარჯვებულისთვის 10 დღიანი სასწავლო ვიზიტი დიდ ბრიტანეთში;
გამარჯვებული მათემატიკის ტურში მონაწილეობას მიიღებს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში  სრული დაფინანსებით;

 

VI-VIII კლასები


ორივე საგანში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან Apple-ის ტექნიკით, ხოლო ფინალში გადასული წარმატებული მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური გაიმართება.

 

II-V კლასები


ოლიმპიადაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან Ipod-ით. ფინალური ტურის 20 ყველაზე წარმატებული მონაწილისთვის კი გასართობი ტურები საქართველოს ტურისტულ ქალაქებში გაიმართება.

 

გარდა ამისა, გათვალისწინებულია სპეციალური პრიზები მხარდამჭერებისაგან; ასევე მესამე ტურში გადასულ ყველა მონაწილეს გადაეცემა საერთაშორისო დონის სერთიფიკატი.



ტესტების შედგენის პროცესში ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტები, პროფესიონალები, რომელთაც აქვთ ეროვნულ, თუ საერთაშორისო საგამოცდო ტესტებზე მუშაობის გამოცდილება 

ოლიმპიადის რეგიონულ ტურში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა  რეგისტრაციის გავლცა 15 ნოემბრამდე.

 

ოლიმპიადაში მონაწილეობის სარეგისტრაციო ღირებულება: - ინგლისური ენა - 10 ლარი;  მათემატიკა - 10 ლარი;  კომბინირებული - 15 ლარი; 

 

II და III ტურში მონაწილეობა უფასოა;  სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მონაწილეებისთვის სპეციალური შეთავაზება.

რეგისტრაციისათვის საქართველოს ბანკში  თანხა შემდეგ ანგარიშზე უნდა ჩაირიცხოს: GE52BG0000000853945000; გადახდის დროს დანიშნულებაში აუცილებლად მიეთითება: მონაწილის სახელი და გვარი, ქალაქი, სკოლა, კლასი, საგანი, საკონტაქტო ნომერი. ოლიმპიადის დღეს უნდა წარადგინოთ გადახდის ქვითარი. მონაწილეობის მოწმობის გამოყენებით მოსწავლეები გაზაფხულის სეზონზე ოლიმპიადაში უფასოდ მიიღებენ მონაწილეობას!



ოლიმპიადის რეგიონების ტური გაიმართება 2014 წლის 30 ნოემბერს! 



დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორებს: 

☎ +995 557 57 11 41

https://www.facebook.com/WitsOlympics2014

Print

სტატიის გამოყენების პირობები