ახალი ამბები
გორში ,,ქართული ოცნება" ყრილობისთვის ემზადება
შაბათს, 31 მარტს, პარტია ,,ქართული ოცნება" გორში ყრილობას გამართავს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის თეატრში დაუდასტურეს.

ადმინისტრაციის ცნობით, ყრილობა თეატრის დიდ დარბაზში, ტრადიციულად, გაიმართება. პოლიციამ შენობა უკვე დაათვალიერა, ჩაატარეს ,,განაღმვითი" სამუშაოები.

ყრილობისთვის დელეგატები უკვე მიიწვიეს. პარტია გასული ერთი წლის განმავლობაში გაწეულ მუშაობას შეაჯამებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები