ახალი ამბები
აკაკი მაჭუტაძე რწმუნებულის - გუბერნატორის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა
შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის უფლებამოსილების შესრულებას აკაკი მაჭუტაძე შეუდგა. ამის შესახებ ინფორმაციას გუბერნატორის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ახალი გუბერნატორი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ როსებაშვილმა წარადგინა.

აკაკი მაჭუტაძე, ნიკოლოზ როსებაშვილთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები