ახალი ამბები
ხაშურში 267 მოქალაქე მერიისგან სააღდგომო საჩუქარს მიიღებს
ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველები სააღდგომო საჩუქარს მიიღებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ხაშურის მერმა გიორგი გურასპაშვილმა მიიღო.

მერიის ადმინისტრაციის ცნობით, სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 20 000-ს შეადგენს, შემდეგი სახის პროდუქტებს მიიღებენ:

10 კგ ფქვილი, 3 კგ შაქარი; 5 ლ ზეთი, 1 პასკა.

ხაშურის მერიამ აღნიშნულია აქციისთვის 13 200 ლარი გამოყო.

სააღდგომო საჩუქრების დარიგების აქცია ტრადიციულად გრძელდება. მაგალითად, გასულ წლებში, მერიამ სააღდგომო საჩუქრები დევნილებისთვისაც დაარიგა, თუმცა ამ ეტაპზე მათთვის სასაჩუქრე პაკეტების მიღებას დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები