ახალი ამბები
ტურისტულ გზაზე უფლისციხის საბავშვო ბაღის შენობას ბადეს ჩამოაფარებენ
უსახურ შენობებზე ბადეების ჩამოფარების კამპანიას გორის მუნიციპალიტეტის მერიაც შეუერთდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ხვალიდან, უფლისიცის საბავშვო ბაღის ძველი შენობის ნაწილი, დაიფარება. ბადეები მერიამ უკვე შეიძინა.

უფლისციხის საბავშვო ბაღის შენობა ტურისტულ გზის გასწვრივ მდებარეობს. ბადეებს გადააფარებენ კლუბის ძველ შენობასაც.

მერიაში ამბობენ, რომ ეს იდეა, პირველად, შიდა ქართლის გუბერნატორთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გაჟღერდა.

იხ. ამავე თემაზე:

უშნო შენობებს შიდა ქართლში ბადეებს ჩამოაფარებენ


Print

სტატიის გამოყენების პირობები