ახალი ამბები
გორში კოლეჯის შენობიდან მინი ტრაქტორი მოიპარეს
ქალაქ გორში, საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ამაგიდან" მინი ტრაქტორი მოიპარეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კოლეჯის თანამშრომლებმა განუცხადეს.

მათი თქმით, წაღებულია ხელის ტრაქტორი, რომელიც პროფესიულ სასწავლებელში სასწავლო კურისთვის გამოიყენებოდა.

შენობა კომბინატის დასახლებაში, გორგასლის ქუჩაზე მდებარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

საზოგადოებრივი კოლეჯის ერთ-ერთი დამფუძნებელია გორის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი.

პროფესიულ სასწავლებეში მოსწავლეები გადიან შემდეგ კურსებს: ხილ-ბოსტნეულის გადამუშავება, ფარმაცევტია, კბილის ტექნოლოგია, საბუღატრო საქმე და ა.შ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები