ახალი ამბები
სოფელი აფნისი ბავშვების გარეშე
ქარელიდან 3 კმ მანძილზე სოფელი აფნისი მდებარეობს. იქ ამჟამად 8 ოჯახი ცხოვრობს. აქედან, 6-მა ოჯახმა სახლები 90-იანი წლების ბოლოს შეიძინა. 2 ოჯახი კი, დიდი ხანია ცხოვრობს.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ამ სოფლიდან, ქარელში ოთხი მოსწავლე დადიოდა. ოთხივე და-ძმა. აქედან ქარელის სკოლაში, ამჟამად, ერთადერთი მოსწავლე დადის, ისიც მე-11 კლასელია.

სკოლის დამთავრების შემდეგ, ქარელის მე-2 საჯარო სკოლას აფნისელი მოსწავლე აღარ ეყოლება.

ძველი სკოლა ახლაც შემორჩენილია. ამ შენობაში 5 წელი ერთი ადამიანი ცხოვრობდა, რომელსაც თავისი საკუთარი სახლი დანგრეული ჰქონდა. ოთახს ახლაც ეტყობა, რომ შენობა დაახლოებით ერთი წლის წინ დატოვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძველი სკოლის შენობაში მცხოვრები პიროვნება მისმა ნათესავებმა ჩრდილოეთ ოსეთში წაიყვანეს
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები