ახალი ამბები
კასპის საბავშვო ბაღებისა და ,,კეთილმოწყობის" სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდეს
კასპის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ. ამის შესახებ მერმა მანუჩარ მერებაშვილმა ერთ-ერთ საბავშვო ბაღის პერსონალს პირადად გააცნო.

მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, საბავშო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდა 25%-დან 30%-მდე შეადგენს. მანამდე რა რაოდენობის ხელფასს იღებდნენ აღმზრდელები, მერია ინფორმაციას არ ახმაურებს.

,,ეს ადამიანები ქვეყნის და მუნიციპალიტეტის მომავალ თაობას ზრდიან. მათ ყოველდღიურად უდიდესი შრომა და პასუხისმგებლობა აქვთ და ჩემთვის მნიშვნელოვანია მათ ყოველმხრივ ქონდეთ სამუშაო პირობები." - აცხადებს მერებაშვილი.

მერის გადაწყვეტილებით თანამშრომლების ხელფასების ზრდა გათვალისწინებულია ა(ა)იპ „კასპისკეთილმოწყობა“-შიც. აქ ზრდა 25%-დან 40%-მდეა.

,,მომატებულ ხელფასებს მიიღებენ მტვირთავები, მძღოლები და მეეზოვეები - ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ მუნიციპალიტეტის სისუფთავეზე." - აცხადებს მერი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები