ახალი ამბები
გორში ვერხვების დასახლებაში მანქანა ამოტრიალდა
ცოტა ხნის წინ, ვერხვების დასახლებაში ავარია მოხდა. სუხიშვილის ქუჩაზე მოძრავი მანქანა განათების ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა.

მძღოლი ადგილობრივმა მცხოვრებლმა მანქანიდან, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, გამოიყვანეს. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც მივიდნენ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გვითხრეს, რომ მძღოლს საავადმყოფოში გადაყვანა არ დაჭირდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლმაქრი საშუალებები გამოიყენეს, რადგან ,,ფოლსვაგენის" მარკის ავტომანქანა ბუნებრივ აირზე მუშაობდა.

გამოძიებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლები აწარმოებენ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები