ახალი ამბები
კალათბურთელი საბა ნერგაძე დოესის სკოლის მოსწავლის წერილს გამოეხმაურა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლუკა ყეინიშვილმა, საშინაო დავალების შესრულების დროს, დაწერა, რომ სურს ისეთი კალათბურთელი გამოვიდეს, როგორიც საბა ნერგაძეა. ეს ამბავი კალათბურთელის ყურამდე მივიდა და კასპში ჩასვლა გადაწყვიტა.

საბა ნერგაძესთან შესახვედრად კასპის სპორტულ სკოლაში სხვა კალათბურთელებიც მივიდნენ. ისინი ნერგაძეს და მის მეგობრებს მოედანზე დაუპირისპირდნენ და თამაში მოუგეს. ასპარეზობის გარდა, ქართველმა რეკორდსმენმა კასპელ გულშემატკივრებს მასტერ კლასიც ჩაუტარა.
საბა ნერგაძე ე.წ. მფრინავი კალათბურთის ,,Dunk Show" მიმართულების წარმომადგენელია და ამბობს, რომ კალათბურთის ამ მიმართულებას საქართველოში უკვე ბევრი მიმდევარი ჰყავს.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები