ახალი ამბები
ბექა ღვინიაშვილის შემდეგ ძიუდოს კლუბს ლაშა შავდათუაშვილიც გახსნის
გორში ძიუდოს მორიგი ახალი კლუბი დაარსდება. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის ახალი გუბერნატორის პრეს-სამსახური ავრცელებს. კლუბის დაარსების ინიციატივა ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილს ეკუთვნის.

მან ეს ინიციატივა შიდა ქართლის გუბერნატორს, აკაკი მაჭუტაძეს და გორის მუნიციპალიტეტის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს გააცნო.

,,აკაკი მაჭუტაძე და სამხარეო ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს აღნიშნული ინიციატივის სისრულეში მოყვანას. თავის მხრივ, სპორტსმენებს დახმარება მუნიციპალიტეტის მერმაც აღუთქვა." - აცხადებს პრეს-სამსახური.

გორში ძიუდოს კლუბი უკვე არსებობს. ის 2017 წელს ასევე მოჭიდავე ბექა ღვინიაშვილმა გახსნა, რომლის არაოფიციალური პრეზენტაცია რესტორან ,,ნაჭარმაგევში" გაიმართა. ბექა ღვინიაშვილის კლუბს ,,ნიუ გორი" ჰქვია. რა ერქმევა შავდათუაშვილის კლუბს, ამ ეტაპზე, უცნობია.

,,ნიუ გორის" დაარსების შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი გასულ წელს წერდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები