ახალი ამბები
სოფელ ალიდან ხიდის მოაჯირები მოიპარეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მდინარე ფრონეს ხიდიდან მოიჯირები მოიპარეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა აცნობეს. მათი თქმით, სოფლის ხიდი ორი თვეა მოაჯირების გარეშეა. ამას ემატება მოახლოებული წყალდიდობის სეზონიც.

მაყვალა ზედგენიძე ერთ-ერთი ის მაცხოვრებელია, რომელმაც შეამჩნია, რომ ხიდის სიახლოვეს მიკროავტობუსი გაჩერდა და მისმა მძღოლმა რკინის კონსტრუქციები წაიღო. გამგებლის წარმომადგენელი იაგო ქიტიაშვილი კომენტარს არ აკეთებს. ამტკიცებს, რომ ხიდი უახლოეს ხანებში გაკეთდება, თუმცა, ხაშურის მერიას სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადებული არა აქვს. ხაშურის მერის ადმინისტრაციიდან გვაცნობეს, რომ ამ ეტაპზე საპროექტო სამუშოები მიმდინარეობს.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები