ახალი ამბები
გორის შესასვლელში მანქანა გზიდან გადავარდა
ცოტა ხნის წინ, გორის შესასვლელში, ავტომანქანა გზიდან გადავარდა. მას 20-წლის ბიჭი მართავდა, რომელსაც სხეულის დაზიანება არ მიუღია.

მისი თქმით, სატრანსპორტო საშუალებას ტექნიკური პრობლემები შეექმნა, კერძოდ, ბორბალი დაზიანდა, რის გამოც, საჭე ვეღარ დაიმორჩილა.

პოლიციამ მამაკაცი შეამოწმა ალკოტესტზე და სიმთვრალე არ დაუდგინდა. შემთხვევა თედოწმინდასთან მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინეს, რაც ჯარიმას 200 ლარამდე ითვალისწინებს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები