ახალი ამბები
აძვის სალოცავთან რუსეთის სამხედროებმა ორი მოქალაქე დააკავეს
დღეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვთან რუსეთის სამხედროებმა ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

დაკავება წმინდა გიორგის ეკლესიასთან მოხდა, რომელიც აძვსა და აძვისთავს შორის მდებარეობს. სალოცავი წმინდა მუხის ტყეშია და ისტორიული ნაგებობა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.

დაკავებულები არიან ადგილობრივი მკვიდრი ალექსანდრე გუნდიშვილი და მასთან სტუმრად მყოფი თეიმურაზ ყაზიევი. დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

დაკავების შესახებ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები