ახალი ამბები
მოწვევა სტუდენტებს - „მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნების მიზნით"

 

პროექტი, აგრეთვე, გულისხმობს კონკურსის საფუძველზე შერჩეული და სათანადოდ მომზადებული 10 სტუდენტის თანამშრომლობას ქალაქის მერთან სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს შექმნის მიზნით და შემდგომ საქმიანობას საბჭოს შემადგენლობაში. ახალგაზრდული საბჭოს წევრები პროექტის მიმდინარეობის შესახებ თითოეულ ქალაქში ხუთ ვიდეო და/ან ტექსტურ ბლოგს შექმნიან. 

 

პროექტში მონაწილეობისათვის ახალგაზრდებმა უნდა გაიარონ ორსაფეხურიანი შესარჩევი კონკურსი. პირველ საფეხურზე, კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა ელექტრონული ფოსტის ქვემოთ მითითებულ მისამართებზე უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი - რატომ სურთ პროექტში მონაწილეობა და როგორ ხედავენ მოქალაქეების პასუხისმგებლობასა და როლს ქალაქის განვითარებაში (მაქსიმუმ 300 სიტყვა). კონკურსის მეორე საფეხურზე, სამოტივაციო წერილის საფუძველზე შერჩეულ სტუდენტებს პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრები გაესაუბრებრებიან.  

 

სამოტივაციო წერილში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, ქალაქი, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი/სპეციალობა, კურსი და ტელეფონის ნომერი. სამოტივაციო წერილის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2014 წლის 20 ნოემბერი. 

 

პროექტი მხარდაჭერილია სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა ზემოთ ჩამოთვლილი ხუთივე ქალაქის მერმა.  

 

სტუდენტების სამოტივაციო წერილები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართებზე:

ia.antadze@gmail.comThis e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

tamtakubaneishvili@gmail.comThis e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it  

 

გისურვებთ წარმატებებს!                                      

                                                                           პატივისცემით, ია ანთაძე

ჟურნალისტი, სამოქალაქო განვითარების 

ინსტიტუტის ხელმძღვანელი

Print

სტატიის გამოყენების პირობები