ქალაქ გორში, სადგურის დასახლებაში პოლიციაა მობილიზებული.
კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლების დასახმარებლად საპატრულო
ეკიპაჟის წევრებიც მივიდნენ.
დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, როდესაც ერთ-ერთი მათგანის
დაკავება სცადეს. სადგურის დასახლებაში გვითხრეს, რომ კრიმინალური
პოლიციის თანამშრომლებმა ორ ახალგაზრდას შეურაცხყოფა მიაყენეს.
,,ორი ბიჭი ამ სკვერში იდგა თავისთვის, ცოტა ნასვამები იყვნენ,
მივიდნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და უთხრეს: ,,გაა...ით
აქედანო", აი, ამას მოჰყვა ეს ყველაფერი," - გვითხრეს სადგურის
დასახლებაში.
სიტუაცია თავდაპირველად
განიმუხტა, თუმცა შემდეგ კვლავ გამწვავდა, როდესაც დაკავებები დაიწყო.
იხ. გაგრძელება:
პოლიციასთან
დაპირისპირების გამო გორში 9 პირი
დააკავეს
სტატიის გამოყენების პირობები