ახალი ამბები
9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გორში გვირგვინებით შეამკეს
გორში 9 აპრილის სკვერში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა და სასულიერო პირებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სამგლოვიარო ცერემონია დილის 10 საათზე დაიწყო. კულტურის ცენტრის ორგანიზებით, მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებული ლექსები წაიკითხეს. 

დღევანდელი დღე 1989 წლის ტრაგედიას უკავშირდება. 29 წლის წინ, თბილისში რუსთაველის გამზირზე საბჭოთა ხელისუფლების სამხედროებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დილის 4 საათზე ანტისაბჭოთა გამოსვლები სამხედროებმა ხელკეტებით დაშალეს, ხოლო რუსთაველის გამზირი ტანკებით გაათავისუფლეს. დარბევის დროს 21 ადამიანი დაიღუპა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები