პატრულის თანამშრომლები ავტობანზე შექმნილი საცობების განსატვირთად
გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ. ინფორმაციას შსს-ს საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტი ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი,
სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, დასავლეთიდან თბილისისკენ
მოძრავი საავტომობილო ნაკადის შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით
გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს.
ამ დროისთვის, საავტომობილო მოძრაობა გადატვირთულია:
თბილის-სენაკი-ლესელიძის 27-ე კილომეტრეზე (აღნიშნულ მონაკვეთზე
სტეფანწმინდიდან და დასაველთ საქართველოდან მომავალი ნაკადები
ერთამენეთს უერთდება; თბილისი-სენაკი-ლესელიძის 135-დან 130-ე
კილომეტრამტე (კერძოდ, ქალაქ ხაშურთან და დაბა სურამთან). ასევე
შეფერხებულია მოძრაობა კახეთიდან თბილისის მიმართულებით.
მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის
თანამშრომელთა მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების
წესები" - ნათქვამია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ
გავრცელებულ განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები