ახალი ამბები
ქვემო არცევში სასმელი წყლის ჭაბურღილი ქვიშისგან გაიწმინდება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო არცევში სასმელი წყლის ჭაბურღილი გაიწმინდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის ცნობით, ჭაბურღილი, რომელიც 70 მ სიღრმეზეა გაკეთებული, შლამითაა დაფარული. პროექტის მიხედვით, გამოიცვლება ტუმბო და გაირეცხება ჭაბურღილი.

მერიამ სამუშაოებისთვის 4 800 ლარი გამოყო. ჭაბურღილის რეაბილიტაციას მაქსიმუმ 20 დღე დაჭირდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები