ახალი ამბები
აღდგომის დღეებში ცხინვალში რამდენიმე ადამიანი დააკავეს
აღდგომის სადღესასწაულო დღეებში ქალაქ ცხინვალში რამდენიმე ადამიანი დააკავეს. სხვადასხვა დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ადგილობრივი პრესა იტყობინება.

მაგალითად, ცხინვალის საავადმყოფოში კისრის არეში დაჭრილი 37-წლის მამაკაცი მოათავსეს, რომელსაც სხეულის დაზიანება 53-წლის მოქალაქემ მიაყენა.

ასევე, სოფელ ხუთაგუროვოში (წუნარში) 24-წლის მამაკაცმა მაღაზიას პისტოლეტიდან ესროლა. ნატყვიარები იმ მანქანასაც აღენიშნება, რომელიც მაღაზიასთან იდგა.

მილიციის ცნობით, ცხინვალში მცხოვრებმა 31-წლის ქალბატონმა პოლიციას მიმართა. ქალი აცხადებს, რომ მას მამაკაცი იარაღით ემუქრება და უცენზურო სიტყვებით მიმართავს.

სოფელ გუფთასთან (ჯავის რაიონი) ავტომანქანა ვაზ 2107-მარკის ავტომანქანა გაჩხრიკეს და, დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს პრეს-სამსაცურის მტკიცებით, ნარკოტიკული საშუალებები იპოვეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები