ახალი ამბები
ურბნისში ვალის გამო თანასოფლელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ვალის გამო სოფელ ურბნისში თანასოფლელები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი აღდგომას დღეს მოხდა. ფეხის არეში მიყენებული დაზიანების ფაქტზე, ქარელის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ამავე სოფელში მცხოვრები ერთი პირი დააკავეს.

დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, თანასოფლელებს შორის ინციდენტი ვალის გამო, მოხდა.

,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გახლავთ 2008 წლის ომის გმირი. მაშინდელმა მინისტრმა დაასაჩუქრა კიდეც. მრავალშვილიანია. მისი შვილები წარჩინებით სწავლობენ. ამჟამად, ჰქონდა ვალი, სულ რაღაც 800 დოლარზეა საუბარი. აპირებდა სახლის გაყიდვას, მაგრამ ვერ გაყიდა. მევალემ ვალი მოსთხოვა კვირა დღეს, მაგრამ აღდგომის გამო, მასთან შეხვედრას აარიდა თავი. მერე მაინც უნახავს, უთქვამს, რატომ მემალებიო და ამას მოჰყოლია დაპირისპირება. ჯერ ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებიათ და დამატებით დეტალებზე მოგვიანებით ვისაურებთ" - აცხადებს ადვოკატი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები