ახალი ამბები
ქვახვრელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები, რომელიც 21 თებერვალს დაიწყო, 10 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

გეგმა-გრაფიკის მიხედვით, დღეს უკვე 42-ე დღეა. სააღდგომო დღეებში კომპანიის წარმომადგენლებმა (ზედამხედველებმა) დაისვენეს.

პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ 220 000 ლარს შეადგენს. სომხეთში რეგისტრირებული კომპანია ,,შაჰარტი", პროექტის ფარგლებში, სოფელ უფლისციხის გაზიფიცირებასაც აწარმოებს, სადაც ასევე მეორე ჯგუფი მუშაობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები